ევროკავშირის 6 მარტის სამიტზე მიიწვიეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოსტამ უკრაინის პრეზიდენტი, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე მიიწვია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წერილშია აღნიშნული.
სამიტი 6 მარტს გაიმართება და მასზე ევროპის თავდაცვისა და უკრაინის საკითხებს განიხილავენ.
ანტონიო კოსტა წერს, რომ სამიტი ფოკუსირებული იქნება უახლოეს მომავალში პირველი გადაწყვეტილებების მიღებაზე, რათა ევროპა გახდეს „უფრო სუვერენული, უფრო უნარიანი და უკეთ მომზადებული თავისი უსაფრთხოების ამჟამინდელი და მომავალი გამოწვევების წინაშე“.
რაც შეეხება ს, წერილში აღნიშნულია, რომ აის „ახალი იმპულსი“, რომელიც უნდა მოჰყვეს ყოვლისმომცველ, სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას.
„აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია აზრთა გაცვლა იმაზე, თუ როგორ დავუჭიროთ მხარი ს და რა პრინციპებს უნდა მივყვეთ მომავალში. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან აიღონ მეტი პასუხისმგებლობა ევროპის უსაფრთხოებაზე. ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უსაფრთხოების გარანტიებში შესაძლო ევროპული წვლილისთვის, რაც აუცილებელი იქნება უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ევროპული საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებით პრეზიდენტი ზელენსკი ბრიუსელში მოვიწვიე, რათა ერთად განვიხილოთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები“, – წერს ანტონიო კოსტა.

ასევე დაგაინტერესებთ

მსოფლიო ბანკი – საქართველოს შეუძლია მშპ-ის 4%-მდე ზრდა და ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა მდგრადობაში ინვესტირებით – ასევე, საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ გაძლიერდება, თუ პროცესს კერძო კომპანიები გაუძღვებიან