ვოლოდიმირ ზელენსკი – ევროკომისიის პრეზიდენტი დავარწმუნე, რომ უკრაინა დეკემბერში დაგეგმილ ევროპული საბჭოს სხდომამდე ყველა რეკომენდაციას შეასრულებს

უკრაინის პრეზიდენტ სა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტთან საუბრისას უკრაინის მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროგრესი განიხილა.
„მე ევროკომისიის პრეზიდენტი დავარწმუნე, რომ დეკემბერში დაგეგმილ ევროპული საბჭოს სხდომამდე ყველა რეკომენდაციას შეასრულებს, მათ შორის ეროვნული უმცირესობების უფლებებთან და ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერებასთან დაკავშირებით“, – წერს ზელენსკი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის მრავალწლიანი დახმარების პროგრამის დამტკიცება, უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის საუკეთესო სიგნალი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ