ვოლოდიმირ ზელენსკი: დღეს რუსული გაზის ტრანზიტი 0-ია, ეს მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, უკრაინის მიერ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერება მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია.

„როდესაც პუტინს რუსეთში ძალაუფლება გადაეცა 25 წელზე მეტი ხნის წინ, უკრაინის ტერიტორიიდან ევროპაში გაზის წლიური გადატუმბვა შეადგენდა 130+ მილიარდ კუბურ მეტრს. დღეს რუსული გაზის ტრანზიტი 0-ია. ეს მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია.

ენერგორესურსების იარაღად გადაქცევამ და პარტნიორების ცინიკურმა ენერგო შანტაჟმა რუსეთს ყველაზე მიმზიდველ და გეოგრაფიულად მისაწვდომი ბაზარი დააკარგვინა.

გარემოებების გამო, ევროპის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებით შეეგუა ასეთ ცვლილებებს. დღეს ჩვენი საერთო ამოცანაა მოლდოვას მხარდაჭერა ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პერიოდში.

ჩვენ ასევე უნდა გავუძლოთ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის ისტერიას, რომლებიც გამჭვირვალე ენერგეტიკული პოლიტიკის ნაცვლად მოსკოვთან მაფიოზურ სქემებს ამჯობინებენ.

ჩვენ ასევე ნამდვილად ვიმედოვნებთ ევროპაში ამერიკული გაზის მიწოდების გაზრდას, რაზეც პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე ისაუბრა. ბაზარზე არსებული პარტნიორების თანამშრომლობა და მაქსიმალური შეთავაზებები ფასებს უფრო კომფორტულს გახდის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

2025 წლის პირველი იანვრიდან მ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერა. გაზის ტრანსპორტირების სისტემა მუშაობს არატრანზიტულ რეჟიმში.

რუსული გაზის მარშრუტი, რომელიც ჯერ კიდევ მუშაობს, არის თურქული ნაკადი (TurkStream), რომელიც შავი ზღვის გავლით თურქეთამდე გადის.

TurkStream-ს აქვს ორი ხაზი – ერთი თურქეთის შიდა ბაზრისთვის, მეორე კი ცენტრალური ევროპისთვის, მათ შორის უნგრეთისა და სერბეთისთვის.

2022 წელს უკრაინაში ს მიერ ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა ალტერნატიული წყაროების მოსაძიებლად ძალისხმევა გააორმაგა, რათა რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება შეემცირებინა. ევროკავშირს ალტერნატიული მიწოდების მოძიებაში დაეხმარა
თხევადი ბუნებრივი აირი (LNG) კატარიდან და -დან, ასევე მილებით მიწოდება ნორვეგიიდან.

ევროკომისიის პრესპიკერის, ანა-კაისა იკონენის თქმით, ევროკავშირი ემზადებოდა და ენერგოეფექტურობისთვის სხვადასხვა ზომა მიიღო, რაც მოიცავდა განახლებადი ენერგიის განვითარებას და მოქნილ გაზის სისტემას.

„ევროპის გაზის ინფრასტრუქტურა საკმარისად მოქნილია იმისათვის, რომ არარუსული წარმოშობის გაზი მიაწოდოს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას ალტერნატიული მარშრუტების მეშვეობით. ის 2022 წლიდან გაძლიერდა LNG-ის მნიშვნელოვანი ახალი იმპორტის სიმძლავრეებით“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.