ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს მარკ რუტეს და კირ სტარმერს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი, დღეს ლონდონში ნატო-ს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს შეხვდება, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სტარმერის პრესსპიკერის განცხადებით, ზელენსკის ლონდონში ჩასვლა მარკ რუტეს ვიზიტს დაემთხვევა.
”სტარმერი დაადასტურებს, რომ გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ს რუსული აგრესიის ფონზე,” – განუცხადა ჟურნალისტებს ბრიტანეთის პრემიერის პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, უკრაინის მოკავშირეთა სამიტი „რამშტაინში“ გადაიდო მას შემდეგ, რაც -ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გერმანიაში ვიზიტი აშშ-ში მოსალოდნელი ქარიშხალ „მილტონის“ გამო გააუქმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ ხორვატიაში იმყოფებოდა, პარასკევს კი ის რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ ფხალაძე – რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება