დღეს დიდ ბრიტანეთში ჩავა

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს დიდ ბრიტანეთში ჩავა, – ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტი, დღეს ლონდონში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდება.
ლონდონში დაგეგმილი შეხვედრის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, გუშინ ევროპელმა ლიდერებმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ -ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს.
სატელეფონო საუბრის შემდეგ კირ სტარმერმა განაცხადა, რომ „ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში თავისი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად უკრაინას მყარი და საიმედო უსაფრთხოების გარანტიები უნდა ჰქონდეს“.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ლაშა დარსალიას აშშ-ში შეხვედრაზე – ეს იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება – რაც შეეხება ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებს, ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ