უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების რიგგარეშე სამიტში მიიღებს მონაწილეობას და არაერთ შეხვედრებს გამართავს, მათ შორის, ბელგიის პრემიერ-მინისტრთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბრიუსელში ზელენსკის ვიზიტი ბელგიის პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერთან შეხვედრით დაიწყება.
ამის შემდეგ მედიისთვის განცხადებების გაკეთება იგეგმება. ამის შემდეგ ზელენსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოსტას და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება.
შეხვედრების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირის ლიდერების საგანგებო შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
სამიტის შემდეგ დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტსა და ავსტრიის ახალ კანცლერს, კრისტიან შტოკერს შორის, აუდიენცია ბელგიის მეფე ფილიპთან და შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერები დღეს ბრიუსელში, სპეციალურ სამიტზე შეიკრიბებიან და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისა და ევროპის თავდაცვის საკითხებს განიხილავენ.
