ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბერლინს ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი დღეს ბერლინს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი გერმანიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, ზელენსკი ბერლინში გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთად -ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დაგეგმილ ვირტუალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
ფრიდრიხ მერცის მოწვევით დაგეგმილ ვირტუალურ შეხვედრაში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების გარდა, მონაწილეობას ნატო-ს გენერალური მდივანი, ფინეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, პოლონეთისა და ევროკავშირის ლიდერები მიიღებენ.
უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა ს დროით 15:00 საათზე (თბილისის დროით 16:00 საათი) დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ