– დროა, ევროპამ გაყინული აქტივების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს, თუ დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს არ შეწყვეტს

დროა, ევროპამ გაყინული აქტივების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს, თუ დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს არ შეწყვეტს, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ მასშტაბურ სარაკეტო იერიშს.
„კიევსა და სხვა რეგიონებში სამაშველო სამსახურები მუშაობას განაგრძობენ. რუსებმა დაახლოებით 36 რაკეტა და 600 დრონი გაუშვეს. თავდასხმის მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო ობიექტები იყო. ბოლო მონაცემებით, სამი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს რუსეთს ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.
„უნდა ვიმუშაოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვისთვის საკმარისი რაოდენობის რაკეტები გვქონდეს და რუსეთზე ზეწოლა შენარჩუნდეს. ომის დასასრულებლად საჭირო ნაბიჯები ყველა ჩვენს პარტნიორთან აუცილებლად უნდა განვიხილოთ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია