ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზთან ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი დონეცკის ოლქში ჩავიდა, – ამის შესახებ ვიდეომიმართვას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„დონეცკის ოლქი. ჩვენს ჯარისკაცებთან, მთავარსარდალ სირსკისთან და გაერთიანებული ძალების ახალ მეთაურთან, გენერალ გნატოვთან ერთად. დღეს, ყველას ვინც დონეცკის ოლქის თავდაცვაზეა პასუხისმგებელი ანდრეი გნატოვი ოფიციალურად გავაცანი. ჩვენ ანგარიშები უშუალოდ პოზიციებიდან მოვისმინეთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა 110-ე და 47-ე ბრიგადას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კიევში საუბარს გამართავს იმ ოფიციალურ პირებთან, რომლებიც ფრონტის ხაზზთან უფრო ახლოს უნდა იყვნენ.
„კიევში ცალკე საუბარი იქნება, მათ შორის ოფიციალურ პირებთან, რომლებიც აქ და სხვა ადგილებში, ფრონტის ხაზზთან ახლოს უნდა იყვნენ, სადაც ადამიანებს სასწრაფო გადაწყვეტილებები სჭირდებათ. გადაწყვეტილებები, რომლებიც დან უბრალოდ არ ჩანს. გამიკვირდა, რომ ზოგიერთი შესაბამისი თანამდებობის პირი აქ ექვს თვეზე მეტია არ ყოფილა. მათ შესახებ სათანადო დასკვნებს გამოვიტან“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”