დონეცკის ოლქში იმყოფებოდა

ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „პოკროვსკის“ ტაქტიკური ჯგუფის სამეთაურო პუნქტი მოინახულა და Drone Line-ის მეთაურებს შეხვდა.
„მოხსენება მოვისმინე პოკროვსკის მიმართულების დაცვის, ოპერატიული ვითარებისა და მისიების მიმდინარეობის შესახებ. მადლობა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება და მხარს უჭერს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამცველები სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა