ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპს შეუძლია შეაჩეროს პუტინი – მას ნამდვილად სურს ომის დასრულება

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეუძლია გადამწყვეტი იყოს უკრაინის წინააღმდეგ ს ომში და შეაჩეროს , – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
“ტრამპს შეუძლია გადამწყვეტი იყოს. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მას შეუძლია გადამწყვეტი იყოს ამ ომში. მას შეუძლია შეაჩეროს პუტინი – უფრო სწორად, დაგვეხმაროს პუტინის შეჩერებაში. მას შეუძლია ამის გაკეთება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკვე რამდენჯერმე ესაუბრა -ის არჩეულ პრეზიდენტს. მისი აზრით, ტრამპი “ძლიერი და არაპროგნოზირებადია”.
“ვისურვებდი, რომ პრეზიდენტ ტრამპის არაპროგნოზირებადობა, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციას შეეხოს. ვთვლი, რომ მას ნამდვილად სურს ომის დასრულება. მჯერა, რომ ეს სიმართლეა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.