დონალდ ტრამპს – გთხოვთ, ნებისმიერ გადაწყვეტილებამდე, მოლაპარაკებების ნებისმიერ გეგმამდე, ჩამობრძანდით ში – მიხვდებით, რა გააკეთა პუტინმა

უკრაინის პრეზიდენტი, -ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ში იწვევს იმისთვის, რომ გაიგოს, რა ხდება ქვეყანაში.
„ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს პოზიციას. თუმცა, გთხოვთ, ნებისმიერ გადაწყვეტილებამდე, მოლაპარაკებების ნებისმიერ გეგმამდე, მობრძანდით და ნახეთ დაღუპული ადამიანები, მშვიდობიანი მოქალაქეები, ჯარისკაცები, ბავშვები, დანგრეული საავადმყოფოები, ეკლესიები“, – განაცხადა ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, უკრაინაში ვიზიტის შემდეგ მიხვდება, რა ჩაიდინა ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.
“მოდით, შეხედეთ და შემდეგ ვიმუშაოთ გეგმით, თუ როგორ დავასრულოთ ომი. მიხვდებით, ვისთან გაქვს გარიგება. მიხვდებით, რა გააკეთა პუტინმა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, პრეზიდენტი ტრამპი უკრაინის მხარეს უნდა იყოს და არასწორად მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებს ნეიტრალურობა სურს.
„პრეზიდენტი ტრამპი, როგორც ძლიერი ქვეყნის ძლიერი პრეზიდენტი, უკრაინის მხარეს უნდა იყოს. ვფიქრობ, არასწორია, რომ ამერიკას ნეიტრალიტეტი სურს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მისი თქმით, სამწუხაროდ, შეერთებულ შტატებში რუსული ნარატივები ჭარბობს.
„სამწუხაროდ, მიმაჩნია, რომ -ში რუსული ნარატივები ჭარბობს. როგორ შეიძლება, რომ ჩვენი დანაკარგებისა და ტანჯვის მოწმე იყო, გაიგო, რას აკეთებენ რუსები და მაინც გჯეროდეს, რომ ისინი არ არიან აგრესორები, რომ მათ არ დაიწყეს ეს ომი? ეს ამერიკაზე, აშშ-ის პოლიტიკასა და ამერიკელ პოლიტიკოსებზე ს საინფორმაციო პოლიტიკის უზარმაზარ გავლენაზე მეტყველებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი