მართალია და ვფიქრობ, იქ უნდა გავჩერდეთ, სადაც ახლა ვიმყოფებით – საქმე პუტინშია, რადგან ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია

დონალდ ტრამპი მართალია და ვფიქრობ, იქ უნდა გავჩერდეთ, სადაც ახლა ვიმყოფებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ -ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვფიქრობ, იქ უნდა გავჩერდეთ, სადაც ახლა ვიმყოფებით და -ის პრეზიდენტი მართალია. იქ უნდა გავჩერდეთ, სადაც ვართ. ამის შეჩერება მნიშვნელოვანია და შემდეგ [ომის დასრულებაზე] საუბრის დაწყება. მაგრამ, საქმე პუტინშია, რადგან ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი „ბრძოლის ხაზზე უნდა გაჩერდეს“.
„ბრძოლის ხაზზე გაჩერდით და ორივე მხარე სახლებში დაბრუნდით, შეწყვიტეთ მკვლელობები. ახლავე ბრძოლის ხაზზე შეჩერდით. პრეზიდენტ ზელენსკის ეს ვუთხარი. პრეზიდენტ პუტინსაც ეს ვუთხარი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ