ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შესახვედრად ვაშინგტონში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი იტყობინება, რომ ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც დღეს, 18 აგვისტოს, ევროპელ ლიდერთან ერთად, -ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს უნდა შეხვდეს.
“მადლობელი ვარ აშშ-ის პრეზიდენტისა მოწვევისთვის, ჩვენ გვსურს სწრაფად და საიმედოდ დავასრულოთ ეს ომი, მშვიდობა უნდა იყოს განგრძობადი. არა ისე, როგორც ეს წლების წინ იყო, როცა აიძულეს დაეთმო და თავისი აღმოსავლეთის ნაწილი – დონბასის ნაწილი, პუტინმა კი ეს ახალი თავდასხმის პლაცდარმად გამოიყენა. ან როცა უკრაინას თითქოს “უსაფრთხოების გარანტიები” მისცეს 1994 წელს, მაგრამ არ იმუშავა”, – დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამზე.
მისი სიტყვებით, რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი, რომელიც თავად დაიწყო და იმედი გამოთქვა, რომ ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან საერთო ძალისხმევით რუსეთს აიძულებენ სამშვიდობოდ განეწყოს.
ვაშინგტონში დღეს ასევე ჩავლენ ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე და ევროპელი ლიდერები, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი , იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში Truth Social დაწერა, რომ “უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის, თითქმის მყისიერად შეუძლია დაასრულოს რუსეთთან ომი, თუ მოისურვებს ან შეუძლია ბრძოლის გაგრძელება”.
ზელენსკი და ევროპელი ლიდერები ვაშინგტონში ჩადიან 15 აგვისტოს, ალასკაში ს პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. შეხვედრის მთავარი თემა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება იყო.
დასავლური მედიის ცნობით, პუტინმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის მოითხოვს უკრაინისგან ჯარების გაყვანას დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან და ამის სანაცვლოდ, მზადაა დარჩენილი ფრონტის ხაზის ნაწილი გაყინოს.
წუხელ, ასევე გახდა ცნობილი, რომ ე.წ. “მსურველთა კოალიციამ” დაადასტურა მზადყოფნა, საომარი მოქმედებების შეწყვეტისთანავე უკრაინაში მხარდაჭერის ძალები განალაგოს, ხელი შეუწყოს უკრაინის საჰაერო და საზღვაო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და უკრაინის შეიარაღებული ძალების აღდგენას, ამის შესახებ ნათქვამია, ერთობლივ განცხადებაში, რომელიც კოალიციის თანათავმჯდომარეებმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გაავრცელს ვირტუალურ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ. შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა.
„ლიდერები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ უკრაინის მხარდაჭერა და სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდგომი ნაბიჯები პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ პუტინის ალასკაში შეხვედრის შემდეგ. ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინისადმი მხარდაჭერა და შეაქეს პრეზიდენტ ზელენსკის სურვილი სამართლიან და მდგრად მშვიდობასთან დაკავშირებით მაშინ, როცა ის ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან შემდგომი კონსულტაციებისთვის ემზადება”, – წერია განცხადებაში.
კოალიციის ლიდერები ასევე მიესალმნენ აშშ-ის პრეზიდენტ ს ერთგულებას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემასთან დაკავშირებით და გამოხატეს მზაობა “საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ განალაგონ მხარდაჭერის ძალები, რათა ხელი შეუწყონ უკრაინის ცისა და ზღვის უსაფრთხოებას და უკრაინის შეიარაღებული ძალების აღდგენას”,- ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ადრე იტყობინება Axios, დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, უკრაინის პრეზიდენტთან და ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრის დროს, ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს 22 აგვისტოს ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მონაწილეობით სამმხრივი სამიტის ჩატარება. პუტინმა ოფიციალურად არ გამოაცხადა ასეთ შეხვედრაში მონაწილეობის განზრახვა.
ზელენსკიმ, რომელიც 18 აგვისტოს ვაშინგტონში ტრამპს შეხვდება, უკვე უარყო უკრაინის მიერ კონტროლირებადი დონბასის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემის შესაძლებლობა. ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ტრამპსა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრის ჩატარებას.
ფორუმი