დონალდ ტრამპთან ვისაუბრეთ შესაძლებლობებზე საჰაერო თავდაცვაში და შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად. შესაბამისი განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგა, დონალდ ტრამპტან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
ამასთან, ზელენსკის თქმით, დეტალურად ისაუბრეს თავდაცვითი ინდუსტრიის შესაძლებლობებზე და ერთობლივ წარმოებაზე. ზელენსკის განცხადებით, შეთანხმდნენ უკრაინა-აშშ-ს გუნდების შეხვედრაზე.
“ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან. პრეზიდენტ ტრამპსა და მთელ ამერიკელ ერს შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე მივულოცე.
ჩვენ, უკრაინაში, მადლობელები ვართ მთელი მოწოდებული დახმარებისთვის. ის გვეხმარება სიცოცხლის დაცვაში, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვაში. ბევრს მივაღწიეთ ამერიკასთან ერთად და მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, მკვლელობების შესაჩერებლად და სამართლიანი, მყარი და ღირსეული მშვიდობის აღსადგენად. კეთილშობილი შეთანხმებაა საჭირო მშვიდობისთვის.
დღეს მიმდინარე ვითარება განვიხილეთ, მათ შორის რუსეთის ავიადარტყმები და უფრო ფართო ფრონტის ხაზის მოვლენები. პრეზიდენტი ტრამპი ძალიან კარგადაა ინფორმირებული, და მადლობას ვუხდი მას უკრაინისადმი ყურადღებისთვის. ვისაუბრეთ შესაძლებლობებზე საჰაერო თავდაცვაში და შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად. ასევე ჩვენი გუნდების შეხვედრაზე შევთანხმდით.
დეტალური საუბარი გვქონდა თავდაცვითი ინდუსტრიის შესაძლებლობებზე და ერთობლივ წარმოებაზე. შეერთებულ შტატებთან პირდაპირი პროექტებისთვის მზად ვართ და გვჯერა, რომ ეს კრიტიკუალდ მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება დრონებსა და დაკავშირებულ ტექნოლოგიებს”, – წერს ზელენსკი.
