ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას ეწვევა

ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტი ხუთშაბათს ოქსფორდშირის საგრაფოში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრება, რომელიც ბლენჰეიმის სასახლეში გაიმართება.
ასევე, შაბათს, 13 ივლისს უკრაინის პრეზიდენტი ირლანდიაში ჩავა და პრემიერ-მინისტრ საიმონ ჰარისს შეხვდება.
ცნობისთვის, ეს აღნიშნულ ფორმატში მსოფლიო ლიდერების მეოთხე შეხვედრა იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ