– დენის შმიგალის გამოცდილება სასარგებლო იქნება თავდაცვის მინისტრის პოსტზე

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის გამოცდილება სასარგებლო იქნება თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ვისაუბრე იულია სვირიდენკოსთან – შევთავაზე, რომ უხელმძღვანელოს უკრაინის მთავრობას და განაახლოს მისი მუშაობა უკრაინული წარმოების, უკრაინული მეწარმეობის მხარდაჭერის გამოცდილების საფუძველზე, რომელიც იულია პირველი ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე აქვს. დენის შმიგალის კოლოსალური გამოცდილება ნამდვილად სასარგებლო იქნება უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, სწორედ ამ სფეროშია ამჟამად თავმოყრილი ქვეყანას რესურსებისა და ამოცანების მაქსიმალური რაოდენობა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.
ზელენსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი მთავრობის კონფიგურაციისთვის სახალხო დეპუტატებისგან საკმარის მხარდაჭერას ელის.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია