ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ხარკოვთან ფრონტის ხაზზე იმყოფებოდნენ

უკრაინის პრეზიდენტი და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდ სირსკი ხარკოვთან ფრონტის ხაზთან მივიდნენ.
„პატივია დღეს აქ ვიყო და მივულოცო უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებს პროფესიული დღე და მივანიჭო მათ სახელმწიფო ჯილდო“, – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა სამხედროებს მადლობა გადაუხადა სიმამაცისა და გმირული ოპერაციებისთვის. თავის გამოსვლაში მან ხარკოვის მიმართულება ერთ-ერთ ყველაზე რთულად დაასახელა.
„მთელი ქვეყანა თქვენს იმედზეა. ჩვენ ნამდვილად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ზელენსკიმ და სირსკიმ ადგილზე სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელის ანგარიში მოისმინეს სპეციალური ოპერაციების ძალების სტრატეგიული განვითარების, ასევე შესრულებული და დაგეგმილი ამოცანების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ