ვოლოდიმირ ზელენსკი და ოლაფ შოლცი გერმანიაში შეხვედრას გამართავენ

უკრაინის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი ერთმანეთს პარასკევს გერმანიაში შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის მთავრობის სპიკერმა სააგენტო AFP-სთან კომენტარში დაადასტურა.
მთავრობის სპიკერმა აღნიშნა, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი “უკრაინის პრეზიდენტს პარასკევს დღის მეორე ნახევარში ფრანკფურტში შეხვდება”. მან ზელენსკის გერმანიაში ვიზიტის დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა.
ცნობისთვის, ფრანკფურტის მახლობლად ამერიკული სამხედრო ბაზა “რამშტაინი” მდებარეობს, რომელზეც უკრაინის დახმარების საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. “რამშტაბინი ფორმატი”) სხდომა გაიმართება.
მედიის ინფორმაციით, ზელენსკი ჯგუფის სხდომაზე პირადად გეგმავს სიტყვით გამოსვლას და უკრაინული არმიისთვის იარაღის ახალი მიწოდებების თხოვნას, განსაკუთრებით კი მანძილის რაკეტებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”