და ევროპელ ლიდერებს ესაუბრნენ

უკრაინის პრეზიდენტი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ევროპელ ლიდერებს ესაუბრნენ, – ინფორმაციას The Guardian-ი ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
ელისეის სასახლის ცნობით, პარიზში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართეს.
გამოცემა წერს, რომ სატელეფონო საუბარში გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ნორვეგიის, ფინეთის, დანიის, ნიდერლანდების, ნატო-სა და ევროკავშირის ლიდერები მონაწილეობდნენ.
სატელეფონო საუბრის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.