ვოლოდიმირ ზელენსკი – დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ნაწილი იქნებიან – ერთად და სამუდამოდ

მშვიდობის გლობალური სამიტის დროს შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როდესაც და საქართველო ევროკავშირის ნაწილი იქნებიან – ერთად და სამუდამოდ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა და უსაფრთხოების გამოწვევები, „რომლებიც ჩვენი ქვეყნების წინაშე დგას“.
„პრეზიდენტ ზურაბიშვილს უკრაინის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ რუსული საჰაერო ტერორის შესახებ შევატყობინე. ჩვენი ქვეყანა ყველა ძალისხმევას იღებს, რათა ენერგიის გენერაცია აღადგინოს.
მადლობა გადავუხადე საქართველოს პრეზიდენტს მისი მხარდაჭერისთვისა და მშვიდობის სამიტში მონაწილეობისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ ერთად ვართ.
დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როდესაც უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ნაწილი იქნებიან – ერთად და სამუდამოდ,” – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

კირ სტარმერი – “მშვიდობა უნდა მოვიგოთ” – ეს არ შეიძლება იყოს მშვიდობა, რომელიც ასაჩუქრებს აგრესორს ან აქეზებს ირანის მსგავს რეჟიმებს, ისტორია მშვიდობისმყოფელის მხარეს უნდა იყოს, არა დამპყრობლის – ფსონები ძალიან მაღალია

დონალდ ტრამპი – მშვიდობა ხანგრძლივი იქნება და იმედი მაქვს, მალე მოხდება, თუ ის სწრაფად არ დამყარდა, შეიძლება საერთოდ არ დამყარდეს – ვფიქრობ, მე და ზელენსკი კარგად გავუგებთ ერთმანეთს, დიდი პატივისცემა მაქვს მის მიმართ