ვოლოდიმირ ზელენსკი: დავიწყეთ პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან მუშაობა და უკვე შეგვიძლია იმის დანახვა, რომ წარმატება მიღწევადია – დავინახავთ პუტინის მეტ მცდელობას მოატყუოს მსოფლიო და ომი გაახანგრძლივოს

დავიწყეთ პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან მუშაობა და უკვე შეგვიძლია იმის დანახვა, რომ წარმატება მიღწევადია, დავინახავთ პუტინის მეტ მცდელობას მოატყუოს მსოფლიო და ომი გაახანგრძლივოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“დავიწყეთ პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან მუშაობა და უკვე შეგვიძლია იმის დანახვა, რომ წარმატება მიღწევადია. ამ წამს მსოფლიო ამერიკას უყურებს როგორც ძალას, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ ომის გაჩერება, არამედ შემდგომი მშვიდობის საიმედოობის უზრუნველყოფაში დახმარებაც.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამდე კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა -ის პრეზიდენტთან, ისევე, როგორც შინაარსიანი შეხვედრები ვიცე-პრეზიდენტ ვენსთან და სახელმწიფო მდივან რუბიოსთან. ასევე ველით, რომ გენერალი კელოგი მალე ეწვევა ს ვითარების შემდგომ შესაფასებლად და გზების მოსაძიებლად პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი გადაწყვეტილებებისადმი, რომლებიც ნამდვილად მშვიდობის მომტანი შეიძლება იყოს.

ჩვენი გუნდები საფუძვლიანად და დეტალურად მუშაობენ ჩვენს ქვეყნებს შორის სპეციალურ შეთანხმებაზე, ისეთზე, რომელიც ნამდვილად გააძლიერებს ამერიკასაც და უკრაინასაც. მზად ვართ ის ნამდვილი წარმატება გავხადოთ, ზუსტად როგორც შევთანხმდით.

ასევე პროდუქტიული შეხვედრები გვქონდა ამერიკელ სენატორებთან და წარმომადგენელთა პალატის წევრებთან.

რა თქმა უნდა, დავინახავთ პუტინის მეტ მცდელობას მოატყუოს მსოფლიო და ომი გაახანგრძლივოს. მაგრამ ნამდვილი მშვიდობა შესაძლებელია – და მას ერთად უნდა მივაღწიოთ: უკრაინამ, შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ. ეს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაზეა. მადლობა, ამერიკა!” – წერს ზელენსკი.