ვოლოდიმირ ზელენსკი – დავბრუნდი უკრაინაში – იქნება მხარდაჭერის მეტი პაკეტები

დავბრუნდი ში, ახლა ლვოვში ვიმყოფები ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და სხვა რაღაცებით, რაც გააძლიერებს უკრაინის საჰაერო თავდაცვას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა, რომელმაც უკრაინელ ხალხს ლვოვიდან მიმართა და უკრაინის მხარდაჭერის ახალ პაკეტებზე ისაუბრა.
„იქნება მხარდაჭერის მეტი პაკეტები. მიღებულია ძლიერი გადაწყვეტილებები: – მილიარდი დოლარის პაკეტი ცის, არტილერიის დასაცავად და ბევრად მეტი რამ. ნორვეგია: 400 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ახალი პაკეტი. ახალ პაკეტს ფინეთიც ამზადებს. ისლანდია ამზადებს გრძელვადიან ფინანსურ მხარდაჭერას – ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას. ახალი პაკეტი შვედეთისგანაც“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა არგენტინაში მისი ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა იწყებს ურთიერთობებს ლათინური ამერიკის მთელ რეგიონთან. ამასთან, ზელენსკიმ ვაშინგტონში მისი ვიზიტიც ახსენა და განაცხადა : „მოველით, რომ კონგრესი მიიღებს აუცილებელ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში“.