ვოლოდიმირ ზელენსკი – გვჯერა, ამერიკული ლიდერობით მყარი მშვიდობის მიღწევა წელს შეიძლება – მხარი დავუჭირე ენერგეტიკისა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმების შეწყვეტას, მზად ვართ, იმპლემენტაციისთვის

დონალდ ტრამპთან საუბარში მხარი დავუჭირე ენერგეტიკისა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმების შეწყვეტას, მზად ვართ, მისი იმპლემენტაციისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ამერიკელ კოლეგა, დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ზელენსკის თქმით, ს სჯერა, რომ ამერიკასთან, პრეზიდენტ ტრამპთან ერთად და ამერიკული ლიდერობით მყარი მშვიდობის მიღწევა წელს შეიძლება.
“დადებითი, ძალიან არსებითი და გულწრფელი საუბარი მქონდა -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.
შევთანხმდით, რომ უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელონ ერთად მუშაობა ომის ნამდვილად დასრულებისა და მყარი მშვიდობის მისაღწევად.
გვჯერა, რომ ამერიკასთან, პრეზიდენტ ტრამპთან ერთად და ამერიკული ლიდერობით მყარი მშვიდობის მიღწევა წელს შეიძლება.
პრეზიდენტმა ტრამპმა გამიზიარა პუტინთან მისი საუბრის დეტალები და საკვანძო განხილული საკითხები. ომის სრულად დასრულებისკენ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს ენერგეტიკისა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმების შეწყვეტა. მხარი დავუჭირე ამ ნაბიჯს, და უკრაინამ დაადასტურა, რომ მზად ვართ მისი იმპლემენტაციისთვის. ჩვენმა გუნდებმა ეს ნაბიჯი ჯიდაში განიხილეს. ამერიკული მხარე ასევე ფრონტის ხაზზე უპირობო ცეცხლის შეწყვეტის წინადადებით გამოვიდა, და უკრაინამ ამ წინადადებასაც დაუჭირა მხარი. გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ეს მოხდეს…
ასევე მივაწოდე ახალი ინფორმაცია ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე და რუსული დარტყმების შედეგებზე. ვისაუბრეთ ვითარებაზე კურსკის რეგიონში, შევეხეთ ომის ტყვეების გათავისუფლების საკითხსა და უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას, რომლებიც რუსულმა ძალებმა გაიტაცეს. ასევე განვიხილეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მდგომარეობა და მისი გაძლიერების შესაძლებლობა სიცოცხლეების დასაცავად…
მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკელ ხალხს მათი მხარდაჭერისთვის. ხაზი გავუსვი, რომ უკრაინელებს მშვიდობა სურთ, რის გამოც უკრაინამ მიიღო უპირობო ცეცხლის შეწყვეტის წინადადება. აღვნიშნე პრეზიდენტ ტრამპის ძალის მეშვეობით მშვიდობის კონცეფციის მნიშვნელობა”, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ უკრაინული და ამერიკული გუნდები მომდევნო დღეებში ერთმანეთს საუდის არაბეთში შეხვდებიან ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის იმპლემენტაციასა და გაფართოებაზე სამუშაოდ.