– გვჭირდება ძლიერი და რეალური გადაწყვეტილებები ჩვენი ყველა პარტნიორისგან, ვისაც მშვიდობა სურს – მხოლოდ ძალას და სანქციებს შეუძლია რუსეთის შეჩერება

საცხოვრებელ უბნებს ზუსტად მაშინ ურტყამს, როდესაც უკრაინელები სახლებში არიან – უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ძლიერი, რეალური გადაწყვეტილებები ჩვენი პარტნიორებისგან,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ხარკოვზე რუსული ძალების თავდასხმას ეხმაურება.
ზელენსკის თქმით, მხოლოდ ძალას და სანქციებს შეუძლია რუსეთის შეჩერება.
„სამხედრო სამიზნეები არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო. საცხოვრებელ უბნებს ზუსტად მაშინ ურტყამს, როდესაც უკრაინელები სახლებში არიან. მხოლოდ არაადამიანურ არსებებს შეუძლიათ ასეთი ბრძანებების გაცემა და მათი შესრულება. უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და რეალური გადაწყვეტილებები ჩვენი პარტნიორებისგან: ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ევროპისგან, ყველა ჩვენი პარტნიორისგან, ვისაც მშვიდობა სურს. მხოლოდ ძალას და სანქციებს შეუძლია რუსეთის შეჩერება“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, პარასკევს საღამოს რუსულმა ძალებმა ქალაქ ხარკოვზე დრონების გამოყენებით მასიური შეტევა განახორციელეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავდა 47 ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…