ვოლოდიმირ ზელენსკი – გვესმის რუსების განზრახვა, მოატყუონ ამერიკა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, რუსები ამერიკის მოტყუებას აპირებენ, თუმცა ამას არ დაუშვებს.
„ჩვენი გუნდი შეერთებულ შტატებთან მუშაობს. არც ერთი დღით არ ვწყვეტთ კომუნიკაციას იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველვყოთ რეალური მშვიდობა. ჩვენ გვესმის რუსების განზრახვა, სცადონ ამერიკის მოტყუება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთმა არ გადადგა არც ერთი რეალური ნაბიჯი მშვიდობისკენ.
„ყველა ხედავს, რომ რუსეთმა არ გადადგა არც ერთი რეალური ნაბიჯი მშვიდობისკენ, არც ერთი ნაბიჯი ხმელეთზე ან ჰაერში, რასაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, საჭიროა სანქციები და რუსეთზე ზეწოლა შეერთებული შტატების, ევროპისა და სხვა ქვეყნების მხრიდან.
„თუ რუსეთს არ სურს ომის შეჩერება, მაშინ მისი ეკონომიკა უნდა შეჩერდეს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.