ჩვენ ვხედავთ ევროპის მკაფიო მხარდაჭერას, კიდევ უფრო მეტ ერთიანობას, თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტ სურვილს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ერთიანია მთავარ საკითხზე, რომ მშვიდობა რომ იყოს რეალური.
„ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების რეალური გარანტიები. ეს არის მთელი ევროპის – მთელი კონტინენტის პოზიცია. დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, თურქეთის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინას ესმის შეერთებული შტატების მნიშვნელობა და მადლობელი იმ მხარდაჭერისთვის, რაც შეერთებული შტატებისგან მიიღო.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის ამერიკის მნიშვნელობა და მადლობელი ვართ ყველა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მივიღეთ შეერთებული შტატებისგან. არ ყოფილა დღე, როცა მადლიერება არ გვეგრძნო. ეს არის მადლიერება ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის – ჩვენი გამძლეობა უკრაინაში ეფუძნება იმას, რასაც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ ჩვენთვის – და საკუთარი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და არა გაუთავებელი ომი. და ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ უსაფრთხოების გარანტიები არის ამის გასაღები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
