ვოლოდიმირ ზელენსკი: გავეცი დავალება შესაბამისი სასანქციო გადაწყვეტილებების მომზადებაზე

„ვამზადებთ ჩვენს იურიდიულ რეაქციას და ევროპელ და სხვა პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ კონკრეტულ მოქმედებებზე. გავეცი დავალება შესაბამისი სასანქციო გადაწყვეტილებების მომზადებაზე“ – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი 4 დეკემბრის დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და პოლიტიკური ვითარების ესკალაციას.
„ის, თუ როგორ უბიძგებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანას რუსეთზე აშკარა დამოკიდებულებისკენ, ცხადია, არ არის ერთი ხალხისა და მხოლოდ ჩვენი რეგიონის პრობლემა. ეს უბრალოდ სამარცხვინოა, რეებზეც მიდიან ისინი ახლა საკუთარი ხალხისავე წინააღმდეგ. და როცა მოსკოვში აქებენ საქართველოს ამ ხელისუფლებას, ეს მკაფიოდ უსვამს ხაზს, ვისზე მუშაობენ ისინი ახლა თბილისში და ვისთვის არბევენ პროტესტებს. ეს ნამდვილად არ კეთდება საქართველოსთვის“.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საკუთრივ უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების გარდა, მან დღეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე მოხსენებაც მოისმინა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები