ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს

უკრაინის პრეზიდენტი, ბრიუსელში უსაფრთხოების შესახებ სამ შეთანხმებას მოაწერს ხელს, მათ შორის ერთს – ევროკავშირთან, – ამის შესახებ ზელენსკიმ განაცხადა, რომელიც დღეს ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.
„შევხვდები ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ლიდერებს და გავმართავ ორმხრივ მოლაპარაკებებს. ჩვენ გავაფორმებთ სამ შეთანხმებას უსაფრთხოების შესახებ, მათ შორის ერთს ევროკავშირთან, როგორც მთლიანად ბლოკთან. პირველად, ეს შეთანხმება ითვალისწინებს 27-ვე წევრი სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყონ ს ფართო მხარდაჭერა, შიდა ინსტიტუციური ცვლილებების მიუხედავად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის მიერ გადადგმული ნაბიჯი ქვეყანას ისტორიულ მიზანთან აახლოებს, რომელიც გულისხმობს მშვიდობას და კეთილდღეობას საერთო ევროპულ სახლში.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე