ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელს ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი, დღეს ბელგიაში ჩავა, სადაც ქვეყნებს შორის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების გაფორმება იგეგმება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკი შეხვდება მეფე ფილიპს, პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრე დე კროოს და თავდაცვის მინისტრს, ლუდივინ დედონდერს. დაგეგმილია პრეზიდენტის ვიზიტი ავიაბაზაზე, სადაც უკრაინელი პილოტები F-16 ტიპის ამერიკულ საბრძოლო თვითმფრინავებზე წვრთნას გადიან.
მედიის ინფორმაციით, ესპანეთსა და ბელგიაში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ორი კვირის წინ იყო დაგეგმილი, თუმცა ფრონტზე შექმნილი რთული ვითარების გამო გაუქმდა.
შეგახსენებთ, გუშინ ზელენსკი ესპანეთში იმყოფებოდა, სადაც, ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთად, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სა და ესპანეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ