ვოლოდიმირ ზელენსკი ბელგოროდში უკრაინელი სამხედროების ყოფნას ადასტურებს – ეს აბსოლუტურად სამართლიანია – ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა

უკრაინის პრეზიდენტმა, მ პირველად დაადასტურა, რომ უკრაინელი სამხედროები ს ფედერაციის ბელგოროდის ოლქში იმყოფებიან. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ დღეს ცალკე წარმომიდგინა მოხსენება: ფრონტი, ჩვენი ყოფნა კურსკის ოლქში და ჩვენი ყოფნა ბელგოროდის ოლქში. ვაგრძელებთ აქტიურ ოპერაციებს მტრის ტერიტორიაზე სასაზღვრო რაიონებში და ეს აბსოლუტურად სამართლიანია – ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინული მედია წერს, რომ ეს არის უმაღლეს დონეზე პირველი საჯარო დადასტურება ბელგოროდის ოლქში უკრაინული შენაერთების ყოფნის შესახებ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ ქმედებების მთავარი მიზანია უკრაინის მოსახლეობის დაცვა სუმისა და ხარკოვის ოლქებში, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან სისტემატურად იბომბებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ ჩხრეკაზე – ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა,როგორ აწუხებს „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეების პროტესტი – ვაგროვებთ ყველა მონაცემებს, რათა უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს დაუწესდეთ სანქციები

არასამთავრობო ორგანიზაციები ჩხრეკაზე – ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული კიდევ ერთი მცდელობაა – მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია