ახლო აღმოსავლეთში „შაჰედების“ წინააღმდეგ დასახმარებლად აშშ-სგან თხოვნა მივიღეთ , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„აშშ-სგან თხოვნა მივიღეთ კონკრეტული დახმარების აღმოსაჩენად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში „შაჰედებისგან“ დაცვის საკითხში“, – წერს ზელენსკი X-ზე.
ზელენსკის ცნობით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უკრაინელი სპეციალისტების ჩართვის ბრძანება გასცა.
„უკრაინა ეხმარება პარტნიორებს, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებასა და ჩვენი ხალხის დაცვას უზრუნველყოფენ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.




