აცხადებს, რომ ჩინეთი რუსეთს უკრაინის ენერგეტიკის ობიექტებზე დარტყმების განხორციელებაში ეხმარება, რაზეც პარტნიორებთან ისაუბრებს

ჩინეთი რუსეთს უკრაინის ენერგეტიკის ობიექტებზე დარტყმების განხორციელებაში ეხმარება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელთან, ოლეგ ივაშჩენკოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
“ვაფიქსირებთ ს კავშირების გაზრდას ჩინეთში იმ სუბიექტებთან, რომელთაც კოსმოსური დაზვერვის მონაცემების მიწოდება შეუძლიათ. სამწუხაროდ, იყო კორელაციები ჩინური სატელიტების მიერ უკრაინის ტერიტორიის გადაღებასა და ენერგეტიკის შესაბამისი ობიექტების რუსულ დაბომბვებს შორის. ასეთ შემთხვევებს საქმიანობად განვიხილავთ, რომელიც საშუალებას აძლევს რუსეთს ომი გააჭიანუროს და დიპლომატიისადმი მიდგომები ნაკლებად სერიოზული გახადოს. ჩვენს პარტნიორებთან ამაზეც ვისაუბრებთ,” – წერს ზელენსკი.