ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა და აშშ-ის თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა და თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტს აშშ-ის თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინთან ერთად ეწვია.
თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში ლოიდ ოსტინის შემდეგ, სიტყვით ზელენსკი გამოვიდა. მან აშშ-ის თავდაცვის მდივანს მხარდაჭერისთვის და ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა.
„უკრაინა თავისუფლების წინააღმდეგ ომში პირველი ფრონტია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესა და სენატორებს შეხვდება.
