აშშ-ს Tomahawk-ები და სხვა რაკეტები აქვს, ძალიან ძლიერი რაკეტები, მაგრამ მათ შეუძლიათ ჩვენი ათასობით დრონი ჰქონდეთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში მედიასთან საუბარში განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ამ ომის დასრულება გვსურს, მაგრამ ეს სხვანაირი ომია, ტექნოლოგიური ომია. მხოლოდ Tomahawk [რაკეტებს] არ იყენებ, თუ სამხედრო მიზნის დაბომბვა გსურს, ათასობით დრონი გჭირდება, რომლებიც ერთად მიფრინავენ მსგავს რაკეტებთან. უკრაინას აქვს საკუთარი წარმოების ათასობით მსგავსი დრონი, მაგრამ Tomahawk-ები არ გვაქვს.
ამიტომ გვჭირდება Tomahawk-ები. მაგრამ აშშ-ის ძალიან ძლიერი წარმოება აქვს, და აშშ-ს Tomahawk-ები და სხვა რაკეტები აქვს, ძალიან ძლიერი რაკეტები. მაგრამ მათ შეუძლიათ ჩვენი ათასობით დრონი ჰქონდეთ. ამიტომ ერთად მუშაობა შეგვიძლია, შეგვიძლია ამერიკული წარმოების გაძლიერება.
ეს მხოლოდ სამხედრო მიზნების შესახებაა, მხოლოდ სამხედრო მიზნების შესახებ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, დაინტერესებულია თუ არა უკრაინული დრონებით, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „კი, ვართ. ბევრი დრონი გვაქვს, ჩვენს დრონებს ვაწარმოებთ, მაგრამ ასევე სხვებისგან ვყიდულობთ დრონებს და ისინი ძალიან კარგ დრონებს აკეთებენ“.
