-ს რეაქციას ველით რუსეთის დარტყმებზე – თუ რუსების სიტყვა უკვე ტყდება, შემდეგ რას ველოდოთ?

აშშ-სგან ველით რეაქციას რუსეთის დარტყმებზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“ამერიკის შეერთებული შტატების რეაქციას ველით რუსეთის დარტყმებზე.
ეს სწორედ ამერიკის წინადადება იყო: მოლაპარაკებებისა და ასეთი ცივი ამინდის პერიოდში შეწყვეტილიყო ენერგეტიკის წინააღმდეგ დარტყმები. პირადად შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან იყო თხოვნა.
ვხედავთ, რომ რუსეთმა ამ თხოვნას ბალისტიკის რეკორდით უპასუხა.
არასრული ოთხი დღე გავიდა კვირიდან, რომელსაც რუსეთს სთხოვდნენ. ეს სხვა დანარჩენზეც მეტყველებს, რაზეც დაპირებებს იძლევა ან რაზეც შეუძლია დაპირებების გაცემა. თუ მათი სიტყვა უკვე ახლა ტყდება, შემდეგ რას ველოდოთ?” – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ