ვოლოდიმირ ზელენსკი – აშშ-ს მიერ სამხედრო დახმარების დაპაუზებას კურსკის ოლქში ოპერაციაზე გავლენა არ მოუხდენია

აშშ-ს მიერ სამხედრო დახმარების დაპაუზებას კურსკის ოლქში ოპერაციაზე გავლენა არ მოუხდენია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ამას კავშირი არ ჰქონია. არასწორად არ გამიგოთ, მორალი ყოველთვის არის დამოკიდებული იმაზე, დგანან თუ არა თქვენი პარტნიორები თქვენს გვერდით, მაგრამ, ვერ ვიტყოდი, რომ პაუზამ კურსკის ოპერაციაზე გავლენა მოახდინა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი ს პრეზიდენტის სიტყვებს ენდობა, მაშინაც კი, როდესაც ამერიკული დაზვერვა პუტინის სიტყვებთან წინააღმდეგობაში მოდის.
„მიმაჩნია, რომ რუსეთმა თეთრი სახლის გუნდის ზოგიერთ წევრზე ინფორმაციის მეშვეობით გავლენის მოხდენა მოახერხა. ამერიკელებისთვის მათი სიგნალი იყო, რომ უკრაინელებს ომის დასრულება არ სურდათ და რაღაც უნდა გაეკეთებინათ, რომ მათზე ზეწოლა მოეხდინათ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

უჩა ნანუაშვილი კახა კალაძეზე – ვერ შეძლეს სხვა კანდიდატურის წარმოდგენა – „ქართულ ოცნებას“ ნაკლებად ჰქონდა შანსი წარმოედგინა ისეთი კანდიდატი, რომელიც საზოგადოების მხარდაჭერით ისარგებლებდა

პაატა ზაქარეიშვილი – „ნაცმოძრაობის“ მთავარი ამოცანა „ქართული ოცნების“ დამარცხება არაა, გაუჩნდა შანსი შუა გაკრიფოს, ამიტომ წამოიწყო უაზრო ბოიკოტი – მადლობა ღმერთს, ჭკუა ეყოთ „ლელოს“ და გახარიას და არ აჰყვნენ პროვოკაციას