ვოლოდიმირ ზელენსკი – აშშ-ს იმ შეიარაღების სია გადავეცით, რომლის შეძენაც გვსურს

აშშ-ს იმ შეიარაღების სია გადავეცით, რომლის შეძენაც გვსურს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, იულია სვირიდენკომ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა შეიარაღების სია -ის სახაზინო მდივანს, სკოტ ბესენტს გადასცეს.
„ეს შეიარაღების ის პაკეტია, რომელიც გვჭირდება. გამოხმაურებას დაველოდებით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, შეიარაღების პაკეტი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოიცავს.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ არის დარწმუნებული მომავალ კვირას ჰააგაში დაგეგმილ სამიტში მონაწილეობას მიიღებს თუ არა.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩავალ, მაგრამ ამის ალბათობა დიდია. გადაწყვეტილებას წინა დღით მივიღებ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.