ვოლოდიმირ ზელენსკი: აშშ რუსეთთან შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინას კიდევ ერთხელ შეხვდება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ რუსეთთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, უკრაინის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეხვდება.

ცოტა ხნით ადრე ინფორმაცია განმეორებითი შეხვედრის შესახებ მედიაში გავრცელდა.

უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ელაპარაკა თავდაცვის მინისტრ რუსტამ უმეროვს, რომელიც საუდის არაბეთში იმყოფება და აშშ-ს წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის ემზადება.

“გუშინ (23 მარტს) შედგა შეხვედრა ამერიკულ გუნდთან. დღეს აშშ-ს წარმომადგენლებმა ილაპარაკეს ს გუნდთან. ამის შემდეგ იგეგმება უკრაინის და ამერიკის გუნდების შეხვედრა. ასევე ველოდები ახალ მოხსენებას”. – თქვა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა მოძრაობა “რეალური მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიების” მიმართულებით.

“რუსეთი არის ერთადერთი სუბიექტი, რომელიც წელავს ამ ომს, აბუჩად იგდებს ჩვენს ხალხს და მთელს სამყაროს. იმისთვის, რომ რუსეთს ვაიძულოთ მშვიდობა, საჭიროა ძლიერი ნაბიჯების გადადგმა”.– თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამ ეტაპზე უცნობია თუ როდის გაიმართება აშშ-სა და უკრაინის დიპლომატების განმეორებითი შეხვედრა.

უკრაინისა და აშშ-ს დელეგატები ერთმანეთს საუდის არაბეთში 23 მარტს შეხვდნენ.

24 მარტს აშშ-სა და რუსეთის დიპლომატებმა ერ-რეიდში 12-საათიანი შეხვედრა გამართეს. მხარეები ერთობლივი განცხადების გამოქვეყნებას 25 მარტს გეგმავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები