უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მოიძიებს შიდა რესურსებს და ისაუბრებს ევროპელ პარტნიორებთან დაფინანსებაზე იმ პროგრამების შესახებ, რომლებსაც შეერთებული შტატები აფინანსებდა, მაგრამ დაფინანსება შეჩერდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„იყო პირველადი მოხსენება ოფიციალური პირებისა და ოფისის გუნდისგან – ალექსეი კულებასა და ვიქტორ ნიკიტასგან – კრიტიკულად მნიშვნელოვან პროგრამებზე, რომლებიც ახლა შეჩერებულია, მაგრამ ადრე ფინანსდებოდა ამერიკის მხარდაჭერით. დავავალე რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმის ჩვენი შიდა რესურსების გამოყენებით გაგრძელება და ასევე ევროპელებთან საუბარი. ასევე დავავალე გაგრძელდეს ამერიკის შეერთებული შტატების შეჩერებული დახმარების აუდიტი და სწორედ ჰუმანიტარულ, უსაფრთხოების და სოციალურ სფეროებში უნდა იყოს მეტი აქტივობა ჩვენგან და ევროპისგან. ასე რომ, ახლა, სანამ ახალი ამერიკული პოლიტიკა მუშავდება, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ხალხს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ეს ასევე მოიცავს პროგრამებს სასაზღვრო გამშვები პუნქტებისთვის.
“ეს არის ის, რაც აშენდა პარტნიორებთან თანამშრომლობით. ახალი თანამედროვე გამშვები პუნქტები იმისთვის, რომ ეკონომიკური აქტივობა უფრო სწრაფი იყოს და მებაჟეების მუშაობა უფრო გამჭვირვალე. კერძოდ, ეს არის პროექტები პორტებში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.