– აშშ-ის სენატის ორპარტიულ დელეგაციას შევხვდი, შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერა საკვანძოა უკრაინისთვის, მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულ დელეგაციას შევხვდი, შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერა საკვანძოა უკრაინისთვის, მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულ დელეგაციას შევხვდი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში. მადლობელი ვარ ორპარტიული მხარდაჭერისთვის, რომელიც უკრაინამ სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისიდანვე მიიღო, და შემოწირულებებისთვის, რომლებიც ათასობით სიცოცხლის გადასარჩენად გაკეთდა.
განვიხილეთ უკრაინისთვის მიმდინარე სამხედრო დახმარება და ძალისხმევები, რომლებიც სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად არის საჭირო. რუსეთის ფედერაციას არ სურს ომის დასრულება და აგრძელებს გლობალური დაძაბულობების ესკალაციას. სწორედ ამიტომ შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერა საკვანძოა უკრაინისთვის. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა.
ასევე ვისაუბრეთ უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობაზე, მათ შორის ერთობლივ პროექტებზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალებისა და იშვიათი ლითონების რესურსების ერთობლივად განვითარებაზე”, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი: პოლიტიკურმა პარტიებმა ფიასკო განიცადეს, სულ ყველამ წააგო – ოპოზიციაში კოორდინაცია და რაღაც შეხვედრები არის, თუ იქნება საუბარი ერთიან ფრონტზე, უნდა იყოს ასიმეტრიული და კარგი იქნება თუ პარტიები გამსხვილდებიან

სალომე სიმონია: ისედაც მილიონერმა დეპუტატებმა, ბოლო 2 წელში საკუთარი ხელფასები 8 200 ლარით გაზარდეს და თვეში 12 800 ლარი დაინიშნეს. ხოლო, საარსებო მინიმუმი პირიქით, შეგვიმცირეს და 250,9 ლარი დაგვიწესეს