ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სენატის ორპარტიული დელეგაციის წევრებს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, მან შეხვედრა გამართა -ის სენატის ორპარტიული დელეგაციის წევრებთან.
„ჩვენი განხილვის მთავარი თემები იყო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელება, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები, ჩემი შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან, სამართლიანი და მყარი მშვიდობის მიღწევის ძალისხმევა, ომის დასრულების ჩვენი ხედვა და მტკიცე უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობა“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამაყობს აშშ-ის მსგავსი სტრატეგიული პარტნიორებით.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ გვყავს ისეთი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები, როგორიც არის შეერთებული შტატები. მადლიერები ვართ უკრაინისთვის ორპალატიანი და ორპარტიული მხარდაჭერისთვის ს სრულმასშტაბიანი აგრესიის სამივე წლის განმავლობაში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამჟამად უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ხვდება, სადაც ლიდერები სავარაუდოდ განიხილავენ აშშ-ის ძალისხმევას ომის დასასრულებლად და შესაძლოა, ხელი მოაწერონ მინერალების შესახებ შეთანხმებას.