-ის სამხედრო დახმარებაზე – ახალ პაკეტებზე საუბარი ჯერ ნაადრევია

უკრაინას ჯერ არ განუხილავს ახალი სამხედრო დახმარების პაკეტები შეერთებულ შტატებთან, მაგრამ სამხედრო მხარდაჭერა არ შემცირებულა, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს ამერიკული მხარდაჭერის შემცირება არ გვაქვს. არ შეჩერებულა, გრძელდება, რისთვისაც მადლობელი ვარ შეერთებული შტატების. რა თქმა უნდა, ახალ პაკეტებზე არ ვსაუბრობთ, ამაზე საუბარი ნაადრევია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, -ის სამხედრო დახმარების მიწოდების შემცირება ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებს დააზარალებს.
„უფრო სუსტები ვიქნებით და შევინარჩუნებთ თუ არა (მიწას) – დარწმუნებული არ ვარ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
Reuters-ის ცნობით, ამერიკული იარაღის მიწოდება უკრაინაში მიწოდება ცოტა ხნის წინ შეჩერდა და შემდეგ განახლდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კიევის მიმართ პოლიტიკის განხილვის ფონზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი – გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი – ისე ხატავენ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, თითქოს ეს არის სიმახინჯე, ეკლესიისთვის ჩირქის მოცხება გრძელდება