ვოლოდიმირ ზელენსკი – აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე გადარჩენის დაბალი შანსი გვექნება

აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე გადარჩენის დაბალი შანსი გვექნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე განცხადებით, აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის თავდაცვისთვის და მისი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„არ მინდა ვიფიქრო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაზე აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე. არ მინდა იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები არ ვიქნებით. ეს ძალიან რთული იქნება. რა თქმა უნდა, შანსი ყველა რთულ სიტუაციაში არსებობს, მაგრამ ჩვენ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე გადარჩენის დაბალი შანსი გვექნება. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არა ომის დასრულება, არამედ ცეცხლის დროებით შეწყვეტა სურს, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოიხსნას და მან არმიის რეორგანიზაცია შეძლოს.
„ეს არის ის, რაც მას ნამდვილად სურს. მას პაუზა სურს, რათა მოემზადოს და ცეცხლის შეწყვეტის გამო სანქციები მოიხნას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…

ირმა ინაშვილი – თუ „პატრიოტთა ალიანსის“ და ღარიბაშვილის პოლიტიკური ერთობა შედგება, ეს სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე – ლილუაშვილს არ მოვიაზრებ იმიტომ, რომ პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა