-ის ახალი სანქციები ს ნავთობის უმსხვილესი კომპანიების წინააღმდეგ მკაფიო გზავნილია იმისა, რომ ომის გახანგრძლივებასა და ტერორის გავრცელებას თავისი ფასი აქვს

აშშ-ის ახალი სანქციები ს ნავთობის უმსხვილესი კომპანიების წინააღმდეგ მკაფიო გზავნილია იმისა, რომ ომის გახანგრძლივებასა და ტერორის გავრცელებას თავისი ფასი აქვს, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, -ის მიერ „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ დასანქცირებას.
მისი თქმით, ეს სრულიად სამართლიანი და დამსახურებული ნაბიჯია.
„სწორედ რუსეთზე ზეწოლა იქნება ეფექტური მშვიდობის მისაღწევად და სანქციები ამის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ეს ძლიერი და საჭირო ნაბიჯია, რომ აგრესია პასუხის გარეშე არ დარჩება. მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის ალტერნატივა არ არსებობს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია – „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ დაასანქცირა. ასავე, დასანქცირებულია „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ 34 შვილობილი კომპანია.