-ის ახალი პრეზიდენტის ახალი შემოთავაზებების მოსმენა მსურს ომის დასრულების საკითხზე – ვფიქრობ, ამ წინადადებებს იანვარში ვნახავთ

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ახალი შემოთავაზებების მოსმენა მსურს ომის დასრულების საკითხზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
“ჩვენ ღია ვართ, კიდევ ერთხელ ვეტყვი, და სხვათა შორის, აფრიკული ქვეყნების, აზიისა და არაბული ქვეყნების ლიდერებს… მზად ვართ მათი შემოთავაზებები დავინახოთ. ასევე მსურს -ის ახალი პრეზიდენტის შემოთავაზებების ნახვა. ვფიქრობ, რომ ამ წინადადებებს უკვე იანვრის თვეში ვნახავთ. და ვფიქრობ, რომ ამ ომის დასრულების გეგმა გვექნება,” – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მას არ სურს, რომ „რუსული დეზინფორმაციის ხარისხი მოქმედებდეს ხალხზე, თითქოს მხოლოდ ჩვენი გეგმა გვაქვს და სხვა კონტინენტებიდან სხვა პარტნიორების მოსმენა არ გვსურს, ეს სიცრუეა“.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ გლობალური სამხრეთი უკრაინისა და ომის დასრულების მხარეს მაშინ იქნება, როდესაც აშშ-ის უფრო ძლიერი პოზიცია ექნება.
„დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს ამის გაკეთების [ომის დასრულების] ყველა შანსი გვაქვს. არის ამის შესაბამისი ნაბიჯები… გვესმის, რომ ყველა ამ ნაბიჯზე არ წავა. მაგრამ არის გაერო-ს ქარტია და ყველა ჩვენი ნაბიჯი, რომელიც გაერო-ს ქარტიას ეყრდნობა, მხარდაჭერილი იქნება ჩვენი პარტნიორების მიერ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაზე – როგორც ჩანს, იყო დავალება, ჩაესვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით

ბაკურ კვაშილავა – „ოცნებას“ 10-15-ჯერ მეტი თანხა ექნება ამოღებული, ვიდრე 20 მილიონია და ეს თანხა „შავ ანგარიშზე“ წავიდოდა, თორნიკე რიჟვაძემ კი შეუძლებელია არ იცოდეს, რომ არავინ მისცემს საშუალებას, ჩამოვიდეს და მედიას ელაპარაკოს