-თან და ევროპასთან ერთად უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად ყოველდღიურად ვმუშაობთ

აშშ-თან და ევროპასთან ერთად უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად ყოველდღიურად ვმუშაობთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ღამით, სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაზე დრონით დარტყმის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. დახმარებას ითხოვდა ოჯახი 5 თვის, 4 წლისა და 6 წლის ბავშვებით, რომლებიც თავდასხმის შემდეგ დაშავდნენ. დონეცკის ოლქში, ბომბის აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა და ნანგრევებში, სულ მცირე, სამი ადამიანი რჩება“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, რუსეთის დარტყმები მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობას ადასტურებს.
„ეს ყველა დემონსტრაციული დარტყმებია, რომლებიც ადასტურებს მოსკოვზე ზეწოლის აუცილებლობას, ახალი სანქციებისა და ტარიფების დაწესების აუცილებლობას იქამდე, სანამ დიპლომატია სრულად ეფექტური არ გახდება. -თან, ევროპასთან და ყველასთან ერთად, ვისაც მშვიდობა სურს, უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად ყოველდღიურად ვმუშაობთ. საიმედო და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია