ომის ცხელი ფაზის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ჩატარდება

არჩევნები საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ჩატარდება, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა.
ომის ცხელი ფაზის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ჩატარდება. ჩვენ დემოკრატიას ვიცავთ და არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მოდით გულწრფელები ვიყოთ: ახლა საომარი მდგომარეობის დასრულება ზუსტად ის არის, რაც პუტინს სურს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მისი ლეგიტიმურობის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ ის პრეზიდენტად უკრაინელების 73%-მა აირჩია.
ამასთან, მისი თქმით, ომის დროს არჩევნების ჩატარება საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს.
„საქმე არა მხოლოდ იურიდიულ საკითხებს, არამედ ადამიანურ ფაქტორებსაც ეხება. როგორ მისცემენ ხმას ჯარისკაცები სანგრებში? ან მილიონობით უკრაინელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე? თუ მათ ხმას მნიშვნელობა აღარ აქვს? ან 8 მილიონი უკრაინელი რომელიც ომის გამო საზღვარგარეთ აღმოჩნდა?“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს, მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე – მოვითხოვთ მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას

ლაშა ფარულავა ლილუაშვილზე – რასაც ბრალად ვუყენებდით „ოცნებას“, თავად დაადასტურეს და ეს სრულიად საკმარისია, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს – ივანიშვილს თუ გვერდით მიუსვამენ ან გამოიკითხავენ, შეიძლება ვირწმუნოთ, რომ კორუფციას ებრძვიან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილ თავს დამნაშავედ არ ცნობს, მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე – მოვითხოვთ მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას