– არის მაღალი დონის პოლიტიკური სიგნალები, კარგი სიგნალები, მათ შორის შეერთებული შტატებისგან და ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან – უახლოეს მომავალში ძლიერ ნაბიჯებს ველით რუსეთის წინააღმდეგ

არის კარგი სიგნალები შეერთებული შთატებისგან და ევროპელი მეგობრებისგან,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
„არის მაღალი დონის პოლიტიკური სიგნალები – კარგი სიგნალები, მათ შორის შეერთებული შტატებისგან, ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან. ყველა მხრივ [სამხედრო დახმარების] მიწოდებები აღდგენილია. გავაგრძელებთ მომდევნო კვირას ამერიკულ მხარესთან მუშაობას სამხედრო დონეზე, კერძოდ ჩვენი სამხედროები გენერალ კელოგთან [ტრამპის სპეცწარმომადგენელი]. ვამზადებთ ახალ ევროპულ თავდაცვით პაკეტებსაც. უახლოეს მომავალში ძლიერ ნაბიჯებს ველით რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზეც ამ ომისთვის: ზეწოლამ უნდა იმუშაოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია