– არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს პათოლოგიური მატყუარები მართავენ

არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს პათოლოგიური მატყუარები მართავენ, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, რუსული ძალების მიერ ოდესაზე განხორციელებულ მასიურ თავდასხმას.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსების მიერ ოდესაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. რუსული ძალების სამიზნე კი უკრაინის სამოქალაქო ენერგეტიკული ობიექტები იყო.
„ჯერ კიდევ გუშინ, ერ-რიადში გამართული ყბადაღებული შეხვედრის შემდეგ, კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ რუსეთის წარმომადგენლები ისევ იტყუებიან, როცა აცხადებენ, რომ ისინი უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს მიზანში არ იღებენ. თითქმის პარალელურად კი, მათ მორიგი შეტევა დაიწყეს და დრონების გამოყენებით ელექტრო ტრანსფორმატორებს დაარტყეს. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს პათოლოგიური მატყუარები მართავენ. მათი ნდობა არ შეიძლება და მშვიდობის მიღწევისთვის მათზე ზეწოლა უნდა განხორციელდეს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ქვეყნები, იაპონია და კანადა – უმკაცრესად ვგმობთ ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს სპარსეთის ყურეში შეუიარაღებელ კომერციულ გემებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ დახურვას

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქს 12:00 საათისთვის ველოდებით და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება